logo
ENG



ფსევდოპატრიოტიზმი - "ოცნების" იარაღი ოპონენტების წინააღმდეგ

07 ივნ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე დღეს პარლამენტში ამბობდა იმ ტექსტებს, რასაც გუშინ მოძალადეები თავდასხმის დროს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ეუბნებოდნენ. სიძულვილი და პოლარიზაცია - ხელისუფლების იარაღია ოპონენტების წინააღმდეგ. ერეკლე მეორის თემის ფსევდოპატრიოტულ ჭრილში გამოყენების გარდა, ირაკლი კობახიძემ იმ სფეროშიც შეაბიჯა და, უფრო მეტიც, ლევან ბერძენიშვილს გაეჯიბრა, იქ, სადაც მისი ძლიერი მხარეების შესახებ საზოგადოებას არაფერი სმენია.. კობახიძემ დღეს წიგნებსა და ლიტერატურაზე წამოიწყო საუბარი. 


close დახურვა